Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მეცხრე არხის” კორესპონდენტი შანტაჟზე ლაპარაკობს


ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” კორესპონდენტის ნოდარ ჩაჩუას ინფორმაციით, მას უცნობი პირები ემუქრებოდნენ და გარკვეული სამუშაოს შესრულებას ავალდებულებდნენ. მათ შორის საუბარი იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერების გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებაზე. ”მეცხრე არხის” კორესპონდენტის ნოდარ ჩაჩუას თქმით, უცნობი პირები მას იმ სტრუქტურის წარმომადგენლებად გაეცნენ, რომელსაც, ადამიანებისთვის როგორც პრობლემების მოგვარება, ასევე პრობლემების შექმნა შეუძლია. 27 ივლისს ტელეკომპანია ”მეცხრე არხმა” გამოაქვეყნა მობილური ტელეფონის ნომერი, საიდანაც უცნობები ურეკავდნენ ჟურნალისტს და ასევე დასახელდა იმ ავტომანქანის ნომერი, რომლითაც უცნობი პირები გადაადგილდებოდნენ. ”მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომანქანა პოლიციის თბილისის სამმართველოს ეკუთვნის. ”მეცხრე არხის” ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუამ ერთ-ერთი პირი სპეცოპერაცია "ენვერის" ამსახველი კადრებიდან ამოიცნო. ტელეკომპანია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს ტელეკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG