Accessibility links

logo-print

ლონდონში მიმდინარეობს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია


ლონდონში დაიწყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია. ორგანიზატორებმა წინასწარ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მასშტაბური შოუ ასახავს ბრიტანეთის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და, ამასთან, გამოხატავს ბრიტანელების სახელგანთქმულ იუმორის გრძნობას. ცერემონიას ესწრებიან 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელსაც ეკისრება როლი, გახსნილად გამოაცხადოს ლონდონის ოლიმპიური თამაშები. ცერემონიას თვალს ადევნებს, სავარაუდოდ, მილიარდი ტელემაყურებელი, სტადიონზე მყოფ 80 000-მდე ადამიანთან ერთად. სტადიონზე იმყოფება ცნობილი ფეხბურთელი, დევიდ ბეკჰემიც. როგორც მან პარასკევს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე უთხრა ჟურნალისტებს, მისთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობდა ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ ხანგრძლივ პროცესში.
„შვიდი წლის წინ, როცა სებასტიან კომ (ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ) მთხოვა, ჩავრთულიყავი გუნდში, რომელიც იმუშავებდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მოსაპოვებლად, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, რადგან ცხადია, როცა ხარ მონაწილე გუნდისა, რომელიც ცდილობს ოლიმპიური თამაშების ლონდონში ჩამოყვანას - იქ, სადაც გავიზარდე - ამით ძალიან ვამაყობ. ასე რომ, დღეს არაჩვეულებრივი მომენტია!“ -
განაცხადა დევიდ ბეკჰემმა ლონდონში, ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG