Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში საზეიმოდ გაიხსნა ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები


ლონდონში საზეიმოდ გაიხსნა ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. სამსაათიან თეატრალიზებულ წარმოდგენას უშუალოდ სტადიონზე თვალს ადევნებდა 80 000-მდე ადამიანი, ხოლო პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას, ექსპერტთა შეფასებით, ერთ მილიარდამდე მაყურებელი ჰყავდა. ცერემონიას დაესწრნენ 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელმაც ლონდონის ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა. საპატიო სტუმართა შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ოლიმპიურ ასპარეზობებში 205 ქვეყნის მონაწილეობას მიიღებს 10 500-მდე სპორტსმენი, რომელთა შორის საქართველოს 35 წარმომადგენელიც არის. ოლიმპიადა 12 აგვისტომდე გასტანს.
XS
SM
MD
LG