Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადა წარუმატებლად დაიწყეს


საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონის ოლიმპიადას გამოეთიშა. როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ელგუჯა ბერიშვილი იუწყება ლონდონიდან, შუკვანი 1/32-ფინალში ფრანგ სპორტსმენთან შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დამარცხდა. თუმცა, მანამდე 1/62-ფინალში ბეთქილ შუკვანმა ავსტრალიელი ძიუდოისტი ამიენ დიკინსი დაამარცხა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოკრივე მერაბ თურქაძე კი უბრძოლველად გამოეთიშა ოლიმპიურ ასპარეზობას. ერთ-ერთი ვერსიით, თურქაძემ წონის ნორმატივები ვერ ჩააბარა. აწონვისას ქართველ მოკრივეს 300 გრამი ჰქონდა მომატებული და, შესაბამისად, თავის წონით კატეგორიაში ვეღარ იასპარეზებდა. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში თურქაძე ერთადერთი მოკრივე იყო. მას 28 ივლისს უნდა ეასპარეზა 56 კგ წონით კატეგორიაში.
XS
SM
MD
LG