Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს


სირიის სამთავრობო ჯარებმა ფართო მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს ალეპოს მიმართულებით. იწყებიან, რომ ბაშარ ასადის ერთგული არმია მეამბოხეთა პოზიციებს სიდიდით მეორე ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში უტევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიიდან მოსული ცნობების კომენტირებისას განაცხადა, რომ არავის უნდა ჰქონოდა არალეარისტული მოლოდინი, რომ მთავრობა განზე გადგებოდა, როდესაც შეიარაღებული მეამბოხეები ქვეყნის ძირითად ქალაქებს იპყრობენო. სირიელი უფლებათადამცველების ინფორმაციით, განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები წარმოებს სალაჰედინის რაიონში, სადაც შეიარაღებული ოპოზიციის ძირითადი რაზმებია თავმოყრილი. ალეპო უკვე დატოვა ათასობით მშვიდობიანმა მცხოვრებმა.
XS
SM
MD
LG