Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ავღანეთში დაჭრილი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი


ავღანეთში საბრძოლო დავალების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ქართველი ჯარისკაცი გივი ფანცულაია.

ინფორმაცია ჯარისკაცის გარდაცვალების თაობაზე საქართველო თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში დაადასტურა, სადაც სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახს.

კაპრალი გივი ფანცულაია ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 6 იანვარს ნაღმზე აფეთქებისას დაიჭრა და მას შემდეგ ის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა.

სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლების ცნობით, ჯარისკაცი 27 ივლისს გარდაიცვალა და მისი ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.

გივი ფანცულაია ავღანეთში დაღუპული მე-17 ქართველი სამხედროა. ქართველი კაპრალი მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში მსახურობდა. ამ ქვედანაყოფს ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა ავღანეთში.
XS
SM
MD
LG