Accessibility links

რუმინეთში ტარდება რეფერენდუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე


კვირას რუმინეთში ტარდება რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას: უჭერს თუ არა მხარს ქვეყნის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს იმპიჩმენტს. მემარჯვენე-ცენტრისტი ბასესკუ თანამდებობიდან დროებით გადააყენა ქვეყნის პარლამენტმა, რომელშიც მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია დომინირებს. საკანონმდებლო ორგანოს ამ ნაბიჯმა შეაშფოთა ევროკავშირი და აშშ-ი, რომლებიც შიშობენ, რომ რუმინეთში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. რუმინეთის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ბასესკუ ძალაუფლების გადამეტებასა და მთავრობის საქმეებში დაადანაშაულა. თავის მხრივ ბასესკუ ბრალდებები უარყო და რუმინელებს რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ მოუწოდა. 2007 წლის მაისში რუმინეთში უკვე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა ბასესკუს იმპიჩმენტს. ქვეყნის კონსტიტუციით, რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტი. ბასესკუს იმპიჩმენტის მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში, რუმინეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
XS
SM
MD
LG