Accessibility links

logo-print

შავდათუაშვილმა გამარჯვებით დაიწყო


ლონდონში გრძელდება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. ძიუდოისტთა ტურნირის მეორე დღე წარმატებით დაიწყო ლაშა შავთადუაშვილმა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა 1 წუთსა და 49 წამში სუფთად დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა და მერვედფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე იქნება ფრანგი დავიდ ლაროსი. პნევმატური პისტოლეტით 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ხელი მოეცარა სეულის ოლიმპიადის ჩემპიონს ნინო სალუქვაძეს, რომელმაც 33-ე შედეგი აჩვენა და ფინალს მიღმა დარჩა.
XS
SM
MD
LG