Accessibility links

logo-print

პუტინი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კოიჩირო გემბა მიიღო. პუტინმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებაზე. კოიჩირო გემბა მანამდე შეხვდა სერგი ლავროვს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს სადაო კურილის კუნძულებზე, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან გამოხატა წუხილი იმ ფაქტის გამო, რომ 2010 წლის 3 იანვარს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კუნძულ კუნაშირის ესტუმრა, რომელსაც იაპონია ოკუპირებულად მიიჩნევს. რუსეთი იაპონიის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მთელ ფედერაციაზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG