Accessibility links

logo-print

ჭიაბერაშვილი კახეთში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა


კომპენსაციების დაზუსტებულ ოდენობაზე, კახეთში მიმდინარე სამუშაოებზე და გლეხების გამოკითხვის აუცილებლობაზე დღეს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტისა და პრემიერის დავალებაა, რომ თითოეული ოჯახის გაჭირვება და საჭიროება იყოს ცნობილი და სწორედ ამას ემსახურება ეს კითხვარიც, რომელთაც მოხალისეები თითოეულ ოჯახში შეიტანენ. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ შიფერით გადახურვა და ვენახის შეწამვლა მხოლოდ დასაწყისია და გლეხების დახმარება უნდა გაგრძელდეს, რის საშუალებასაც მთავრობას მათი გასაჭირის უკეთ გაცნობა მისცემს. მინისტრმა კომპენსაციების კონკრეტულ ოდენობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან ის გლეხები, რომელთაც მოსავალი 100%-ით გაუნადგურდა, 1500 ლარიან კომპენსაციას მიიღებს, ვისაც მოსავალი 80%-მდე გაუნადგურდა – 1000 ლარიანს, ხოლო 50% -მდე მოსავლის განადგურების შემთხვევაში - 500 ლარიან კომპენსაციას. “ვიცით, რომ ესეც არ არის საკმარისი”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ კარდაკარის მეშვეობით, ზარალის ანაზღაურებაში სარგებელი თითოეულმა ოჯახმა უნდა ნახოს. მისივე თქმით, უამრავი ადამიანი არსებობს, რომლებიც დახმარებას ელოდებიან და რომლებიც მთავრობას მადლობას ეუბნებიან იმისთვის, რაც აქამდეც გაკეთდა.
XS
SM
MD
LG