Accessibility links

logo-print

ლაშა შავთადუაშვილი მეოთხედფინალშია


ლონდონში გრძელდება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. ძიუდოისტთა ტურნირის მეორე დღე წარმატებით დაიწყო ლაშა შავთადუაშვილმა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ჯერ სუფთად დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა, ხოლო მერვედფინალში ასევე „იპონით“ აჯობა ფრანგ დავიდ ლაროსს. მეოთხედფინალში შავდათუაშვილის მეტოქე იქნება ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოუტსი.
XS
SM
MD
LG