Accessibility links

logo-print

ირანიდან მომავალ საფრთხეს ბოლო უნდა მოეღოს, აცხადებს ნეთანიაჰუ


საჭიროა „მძლავრი და მტკიცე“ სამხედრო ძალაა საჭირო, რათა შევაჩეროთ ირანი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას განაგრძობს. აღნიშნული კომენტარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ მიტ რომნისთან შეხვედრის დროს გააკეთა. კვირას იერუსალიმში საუბრისას ნეთანიაჰუმ არასაკმარისი უწოდა საერთაშორისო სანქციებს და სხვა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოება იმედოვნებდა, რომ ირანი ბირთვულ ობიექტებზე მათ ინსპექტორებს დაუშვებდა. მიტ რომნიმ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ცხადად მიანიშნა, რომ იგი მხარს დაუჭერს ისრაელის გამაფრთხილებლ იერიშს ირანზე. თავის მხრივ, აშშ-ის მხრიდან ირანზე თავდასხმის შესაძლებლობაზე წერს ისრაელში გამომავალი გაზეთი „ჰაარეთზი“, რომლის თანახმად ამგვარი ქმედების შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი უშუალოდ ჩააყენა საქმის კურსში ბარაკ ობამას მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში.
XS
SM
MD
LG