Accessibility links

logo-print

შავდათუაშვილი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს


ლონდონის ოლიმპიადის ძიუდოისტთა ტურნირში წარმატებით ასპარეზობს 20 წლის ლაშა შავთადუაშვილი. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გორელმა სპორტსმენმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და დღეს საღამოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს. შავდათუაშვილმა სამივე ბრძოლა სუფთად მოიგო - ჯერ დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა, შემდეგ სძლია ფრანგ დავიდ ლაროსს, ხოლო მეოთხედფინალში აჯობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს კოლინ ოუტსს. ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე იქნება იაპონელი მასაში ებინუმა.
XS
SM
MD
LG