Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოლიმპიური "ოქრო" მოუტანა


ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავთადუაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ ჭიდილში 20 წლის გორელმა სპორტსმენმა დაძაბულ ბრძოლაში სძლია უნგრელ მიკლოშ უნგვარის და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე გორელმა სპორტსმენმა თავისი ოთხივე ბრძოლა სუფთად მოიგო: ჯერ დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა, შემდეგ სძლია ფრანგ დავიდ ლაროსს, მეოთხედფინალში აჯობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს კოლინ ოუტსს, ხოლო ნახევარფინალში - იაპონელ მასაში ებინუმას. შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს 34-ე ოლიმპიური ჩემპიონია.
XS
SM
MD
LG