Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმი რუმინეთის პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არ შედგა


რეფერენდუმი რუმინეთის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს იმპიჩმენტის თაობაზე არ შედგა. ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, რეფერნდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 46-მა პროცენტმა. არადა, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი. მემარჯვენე-ცენტრისტი ბასესკუ თანამდებობიდან დროებით გადააყენა ქვეყნის პარლამენტმა, რომელშიც მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია დომინირებს. საკანონმდებლო ორგანოს ამ ნაბიჯმა შეაშფოთა ევროკავშირი და აშშ, რომლებიც შიშობენ, რომ რუმინეთში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. რუმინეთის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის თავმჯდომარემ ვიქტორ პონტამ ბასესკუ ძალაუფლების გადამეტებასა და მთავრობის საქმეების ჩარევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ ბასესკუ ბრალდებები უარყო და რუმინელებს რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ მოუწოდა. თუ საარჩევნო ბიუროს წინასწარი მონაცემები დადასტურდა, ბასესკუ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდება 2014 წლამდე, ანუ ვიდრე ამოიწურება მისი უფლებამოსილების ვადა. 2007 წლის მაისში რუმინეთში უკვე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა ბასესკუს იმპიჩმენტს.
XS
SM
MD
LG