Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ”ბი-ბი-სი” და ”ვესტი”


ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ბრიტანული ”ბი-ბი-სი”-სა და რუსული ”ვესტის” საიტებთან წვდომა დაბლოკა. ინტერნეტმომხმარებლებს ტაჯიკეთში არ აქვთ აგრეთვე ”იუტუბით” სარგებლობის შესაძლებლობა. გადაწყვეტილება ტაჯიკეთის მთავრობასთან არსებულმა კავშირგაბმულობის სამსახურმა მიიღო. ექსპერტები ინტერნეტის შეზღუდვას უკავშირებენ მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე მოვლენებს, სადაც გასულ კვირაში გენერალ აბდულო ნაზაროვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეამბოხეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ორმხრივი სროლისას ძალოვანი სტრუქტურების 17 თანამშრომელი, 30 მეამბოხე და 1 მშვიდობიანი მოქალაქე იყო მოკლული. დამოუკიდებელი წყაროების თანახმად, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში გაცილებით დიდია. მეამბოხეებს ულტიმატუმი წაუყენეს - დაეყარათ იარაღი და გენერალ ნაზაროვის მკვლელობაში ყველა ეჭვმიტანილი პირი ჩაებარებინათ სამართალდამცავებისთვის. ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, დღეისთვის 16 ცალი იარაღია ჩაბარებული.
XS
SM
MD
LG