Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ხედავს დნესტრისპირეთის მომავალს „მოლდავეთის ნეიტრალურ სახელმწიფოში“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, დნესტრისპირეთის მრავალწლიანი კონფლიქტი უნდა მოგვარდეს „მოლდავეთის ნეიტრალურ სახელმწიფოში“ რეგიონის შესვლით. ამ შინარსის განცხადება კარასინმა გააკეთა დნესტრისპირეთში - მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში - ვიზიტისას, რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის დაწყების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს აქამდე დნესტრისპირეთში, დე ფაქტო ლიდერების თანდასწრებით არ გაუკეთებიათ ასეთი ღია განცხადება კონფლიქტის მოგვარების საკითხზე. რეგიონის დე ფაქტო ლიდერთან, ევგენი შევჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, კარასინმა ასე უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა მოსკოვს, აღიაროს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა: „ჩვენ დნესტრისპირეთის მომავალს ვხედავთ, როგორც განსაკუთრებულ რაიონს საერთაშორისოდ აღიარებული განსაკუთრებული გარანტიებით, მოლდავეთის ნეიტრალური სახელმწიფოს შემადგენლობაში“. მანამდე კარასინმა და რეგიონის დე ფაქტო ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო ოპერაციის ამჟამინდელი ფორმატი ძალაში რჩება და არ შეიცვლება დასავლეთისა და მოლდავეთის ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG