Accessibility links

logo-print

"პუსი რაიოტის" წევრები აცხადებენ, რომ არ დაურღვევიათ კანონი


რუსეთში ქალთა პანკ-ჯგუფის, "პუსი რაიოტის" სამმა წევრმა, რომლებსაც მოსკოვში ასამართლებენ, დღეს განაცხადა, რომ არ დაურღვევია კანონი. ორშაბათს სასამართლონში დაიწყო მათი საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლემ მოისმინა ბრალდებულების - ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩისა და მარია ალიოხინას - განცხადებები, რომლებიც წაიკითხა ადვოკატმა ვიოლეტა ვოლკოვამ. ჯგუფ "პუსი რაიოტის" წევრები დააკავეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული ე.წ. პანკ-ლოცვისთვის ”ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი”. ახალგაზრდა ქალებს წაყენებული აქვთ ხულიგნობის ბრალდება. ერთ-ერთი ბრალდებულის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას განცხადებაში ნათქვამია: “ჩვენ ტაძარში არ წარმოგვითქვამს ეკლესიის, მორწმუნეებისა და ღმერთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები. ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები და მთელი ჩვენი პანკური გამოსვლა მიზნად ისახავდა, მაყურებლისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება კონკრეტული პოლიტიკური მოვლენის - პატრიარქის მიერ ატორიტარული და ანტიფემინისტური კურსის გამტარებელი ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის მხარდაჭერის - მიმართ,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორშაბათს სასამართლოს სხდომაზე წაიკითხა ადვოკატმა ვიოლეტა ვოკლვამ.
XS
SM
MD
LG