Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტი გადაურჩა იმპიჩმენტს


რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ გადაურჩა იმპიჩმენტს, ამ საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში ელექტორატის არასაკმარისი რაოდენობის მონაწილეობის შედეგად. რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ბიუროს ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობდა ელექტორატის 46% პროცენტი, ანუ ელექტორატის ნახევარზე ნაკლები, რის გამოც რეფერენდუმი არ შედგა. მემარჯვენე-ცენტრისტი ბასესკუ თანამდებობიდან დროებით გადააყენა ქვეყნის პარლამენტმა, რომელშიც მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია დომინირებს. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ბასესკუს ადანაშაულებს ძალაუფლების გადამეტებასა და მთავრობის საქმეებში ჩარევაში. ბასესკუ ბრალდებებს უარყოფს. ის რუმინელებს რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ მოუწოდებ'ა. „ვარწმუნებ რუმინელებს, რომ, როგორც კი დავბრუნდები პრეზიდენტის სასახლეში, შევეცდები, მოვაგვარო საკითხი ისე, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს შერიგების განცდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბასესკუმ კვირას საღამოს, როცა გაირკვა, რომ ელექტორატის არასაკმარისი რაოდენობის მონაწილეობის გამო არ შედგა რეფერენდუმი მისი გადაყენების საკითხზე.
XS
SM
MD
LG