Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში პოლიციამ მოკლა ექვსი სავარაუდო „ბანდიტი“


ყაზახეთში პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ექვსი ადამიანი. პოლიცია იუწყება, რომ მოკლულ იქნენ ადრე ნასამართლევი „ბანდიტები“. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ოპერაცია ორშაბათს ჩატარდა ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმა-ათაში. მანამდე ექვსივე მამაკაცს უთვალთვალებდნენ, პოლიციელებზე ბოლოდროინდელ თავდასხმასთან დაკავშირებით. მოკლულების ვინაობა დადგენილია. სამმა მათგანმა, პოლიციის ცნობით, გასულ შაბათს მოკლა ერთი და მძიმედ დაჭრა კიდევ ერთი პოლიციელი. ორშაბათს ჩატარებული სპეცოპერაციისას, შეიარაღებულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და მოკლულ იქნენ ურთიერთსროლის დროს.
XS
SM
MD
LG