Accessibility links

გორი-ქარელის გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა


ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე დღეს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ თვითმხილველების მიერ მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთმანეთს შეეჯახა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილი და რუხი ფერის "ოპელის" მარკის ავტომანქანა. ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. დაცვის სპეცსამსახურის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი. ავტოავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG