Accessibility links

logo-print

ლონდონში მომუშავე სირიელი დიპლომატი პროტესტის ნიშნად გადადგა


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლონდონში მომუშავე სირიელი მაღალი ჩინის დიპლომატი თანამდებობიდან გადადგა, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის „ძალადობრივი და რეპრესიული“ ქმედებების გამო. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ლონდონში, ხალიდ ალ-აიუბიმ ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღარ სურს ასადის რეჟიმის წარმომადგენელი იყოს. აიუბი სირიის დიპლომატიურ სამსახურს 2001 წელს შეუერთდა. ასადის რეჟიმისთვის მზარდი პრობლემა ხდება ის, რომ მას სულ უფრო მეტი მაღალჩინოსანი ტოვებს. რეჟიმი ქვეყანაში მიმდინარე ამბოხების ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქტივისტების ინფორმაციით, 2011 წლის მარტის შემდეგ ამ კონფლიქტს 20,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG