Accessibility links

logo-print

ძიუდოისტმა ჭრიკიშვილმა ოლიმპიური ტურნირი გამარჯვებით დაიწყო


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ.-მდე წონითი კატეგორია). პირველ წრეში მისი მეტოქე იყო ხორვატიის წარმომადგენელი ტომისლავ მარიანოვიჩი. ორთაბრძოლის დამთავრებამდე 48 წამით ადრე ჭრიკიშვილმა შეასრულა ილეთი, რომელიც მსაჯებმა „ვაზარით“ შეაფასეს, რამაც გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი. მერვედფინალში ჭრიკიშვილის მეტოქე იქნება ტრევის სტივენსი (აშშ).
XS
SM
MD
LG