Accessibility links

logo-print

ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვის სასამართლოში კვლავ გადაიდო პროცესი, რომელზეც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მეორე ბრალდება უნდა განხილულიყო. უკრაინის პროკურატურა საპყრობილეში მყოფ იულია ტიმოშენკოს გადასახადების დამალვაში სდებს ბრალს. სასამართლო პროცესის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თავად ტიმოშენკომ ითხოვა. დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურატურის წინადადებას, რომ სასამართლო პროცესზე ტიმოშენკოს ვიდეოხიდის საშუალებით მიეღო მონაწილეობა. ხარკოვის სასამართლოს მოსამართლის კონსტანტინ სადივსკის გადაწყვეტილებით, პროცესი 14 აგვისტომდე გადაიდო. ტიმოშენკოს, რომელსაც უკვე აქვს მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის, პროკურატურა ბრალს სდებს ფინანსურ დარღვევებში, რაც კომპანია „უკრაინის ერთიან ენერგეტიკულ სისტემებში“ აღმოჩნდა 1990-იან წლებში, როდესაც კერძო კომპანიას იულია ტიმოშენკო ედგა სათავეში.
XS
SM
MD
LG