Accessibility links

logo-print

ალექსეი ნავალნის მოსკოვიდან გასვლა აეკრძალა


ცნობილ ოპოზიციონერ ბლოგერსა და ვლადიმირ პუტინის მკაცრ კრიტიკოსს ალექსეი ნავალნის რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვიდან გასვლა აუკრძალა და გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა. რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტი რუს აქტივისტს ბრალად დებს ერთ-ერთი სახელმწიფო კორპორაციიდან დიდ ოდენობით თანხების მითვისებაში სდებს ბრალს, რაც 10 წლით თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, 2009 წელს ნავალნიმ, რომელიც კიროვის ოლქის გუბერნატორის თანაშემწედ მუშაობდა, დაარწმუნა კომპანია „კიროვლესი“, რომ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რამაც კომპანია აზარალა. ნავალნიმ წაყენებულ ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა. სასამართლო ორგანოების მიერ ადრე ჩატარებულ შემოწმებას ნავალნის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩენია. თუმცა, მაისში საგამოძიებო კომიტეტის ხელმძვანელობამ გააუქმა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
XS
SM
MD
LG