Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ კონსულტაციები გამართა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან


სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეფონზე დაურეკა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოანს. საუბარი შეეხებოდა „ძალისხმევის კოორდინაციას სირიაში ხელისუფლების პროცესის გადაცემის დაჩქარების თაობაზე.“ თეთრი სახლის თანახმად, ბაშარ- ალ ასადის გადადგომა უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი გარდამავალი პროცესისა, რაც „სირიელი ხალხის კანონიერი მოთხოვნას პასუხობს“. ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბარი დაემთხვა გააფთრებულ ბრძოლებს სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში, სადაც მეამბოხეთა რაზმები იგერიებენ სამთავრობო ჯარების მასირებულ შეტევებს. თავისუფალი სირიის არმის ერთ-ერთმა ოფიცერმა ჟურნალისტებს უჩვენა იმ ჭურვის ნამსხვრევები, რითაც სამთავრობო ჯარები ცეცხლს უშენდნენ ქალაქ ალეპოს. „აი ამ საარტილერიო ჭურვებს უშენს ბაშარ ასადი მშვიდობიან მცხოვრებლებსა და ბავშვებს. ატარიბში( ალეპოს განაპირას) მან ასეთი ჭურვები და რაკეტები სირიელ ხალხს დაუშინა“, - განაცხადა ოპოზიციის მხარეზე მებრძოლი ერთ-ერთი რაზმის მეთაურმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას სირიის არმიის ტანკებმა ბაბაქარ გეიში ცეცხლი გაუხსნეს გაეროს ავტოკოლონას, რომელსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გადაჰყავდათ.
XS
SM
MD
LG