Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მორიგი საერთაშორისო ანგარიში, რომელიც 2011 წელს რელიგიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად. მსოფლიოს 199 ქვეყანას შორის ვხვდებით საქართველოსაც. ანგარიშის ავტორების თანახმად, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში კვლავაც რჩება პრობლემები, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევას იწვევს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რელიგიურ უმცირესობათა ქონებრივი ინტერესების საკითხი სახელდება. ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული საკანონმდებლო და საგადასახადო სტატუსი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხს, სადაც აღნიშნულია, რომ რელიგიურ უმცირესობათა მონათხრობით, ხშირად სკოლებში რელიგიის გაკვეთილები მართლმადიდებლურ გაკვეთილებად იქცევა.
XS
SM
MD
LG