Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა


ლონდონის ოლიმპიადის ჩოგბურთელთა ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ანა ტატიშვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელთან ნადია პეტროვასთან (3:6, 7:6, 2:6) და ასპარეზობას გამოეთიშა. დღესვე ასეთივე ბედი ეწია კიდევ სამ ქართველ სპორტსმენს: მშვილდოსან ქრისტინე ესებუას, ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილსა და მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეს.
XS
SM
MD
LG