Accessibility links

logo-print

ფრანგმა ჯარისკაცებმა ავღანეთის არმიას ჩააბარეს სამხედრო ბაზა ქაბულთან


ფრანგმა ჯარისკაცებმა ავღანეთის არმიას ჩააბარეს ქაბულის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზა, რასაც ითვალისწინებს წლის ბოლომდე ავღანეთიდან 2000 ფრანგი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის გეგმა. ქაბულიდან 50-მდე კილომეტრში, სურობის რაიონში მდებარე ბაზაზე გამართული ცერემონიის მსვლელობაში საფრანგეთის დროშის ნაცვლად ავღანეთისა აღმართეს. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მაისში გააკეთა განცხადება ავღანეთიდან საფრანგეთის საბრძოლო შენაერთების გაყვანის შესახებ. მისივე თქმით, ქვეყანაში დარჩება 1400-მდე ჯარისკაცი ლოგისტიკური დახმარების გასაწევად და ავღანეთის უშიშროების ძალების გაწვრთნაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG