Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩელიაბინსკში დააკავეს ისლამისტური ჯგუფის წევრები


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დღეს ჩელიაბინსკში დააკავეს აკრძალული ისლამისტური დაჯგუფების ”ჰიზბ-უტ-ტაჰრირის” წევრობაში ეჭვმიტანილი 5 პირი. მათ ბრალი ედებათ ”კონსტიტუციური ხელისუფლების შეცვლის მცდელობისთვის მზადება”. ”ჰიზბ-უტ-ტაჰრირი” სუნიტური საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს მუსულმანური ქვეყნების ისლამისტურ ხალიფატში გაერთიანება სურს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიზნის მისაღწევად მშვიდობიან საშუალებებს იყენებს, თუმცა, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2003 წლის თებერვალში აკრძალა ”ჰიზბ-უტ-ტაჰრირი”. რუსეთის ჩელიაბინსკის რაიონი ყაზახეთსა და რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. ”ჰიზბ-უტ-ტაჰრირი” დსთ-ს ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც აკრძალულია და მის მომხრეებს ”ექსტრემისტებად” მოიხსენიებენ.
XS
SM
MD
LG