Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს აქციის 46 მონაწილე


სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, გუშინ მოსკოვში, ”ტრიუმფალურ მოედანზე” მოწყობილი არასანქცირებული აქციის 46 მონაწილე დააკავეს. აქცია კონსტიტუციის 31-ე მუხლის (შეკრების თავისუფლების შესახებ) მხარდასაჭერად ტარდებოდა. პოლიციამ მანამდე განაცხადა, რომ 25 პირი დაკავებული. აქტივისტების უმრავლესობა ოქმების შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს. დაურეგისტრირებელი პარტიის - ”დრუგაია როსიას” ლიდერ ედუარდ ლიმონოვს ემუქრება დიდი ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა. მას პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ადამიანებს უხეშად აკავებდნენ, პოლიციამ უხეშობა გამოიჩინა ჟურნალისტების მიმართაც. აქციები ”სტრატეგია-31”-ის ფარგლებში რუსეთის სხვა ქალაქებშიც ჩატარდა. პეტერბურგში 8 პირი დააკავეს.
XS
SM
MD
LG