Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი აქებს არმიას „ტერორისტულ ბანდებთან“ ბრძოლისათვის


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დღეს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აქებს შეიარაღებულ ძალებს, მათ ბრძოლას „კრიმინალურ ტერორისტულ ბანდებთან“. პრეზიდენტის თქმით, მეამბოხეებთან ბრძოლის შედეგზე იქნება დამოკიდებული სირიელი ხალხის ბედი, მისი აწმყო და მომავალი. ბაშარ ალ-ასადის ეს განცხადება გამოქვეყნდა სირიაში „შეიარაღებული ძალების დღესთან“ დაკავშირებით, ქალაქ ალეპოში მთავრობის ჯარებისა და მეამბოხეების შეტაკებების ფონზე. წუხელ ალეპო დაბომბეს სამხედრო თვითმფრინავებმა და არტილერიამ. დღეს გავრცელებული ცნობებით, ქალაქს სამხრეთიდან უახლოვდება ტანკების ახალი კოლონა.
XS
SM
MD
LG