Accessibility links

logo-print

პანეტა ისრაელს ეწვია ირანსა და სირიაზე მოსალაპარაკებლად


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა იერუსალიმში ჩავიდა ისრაელის ლიდერებთან ირანზე და სირიაზე მოსალაპარაკებლად. პანეტას განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე საფრთხეს და ერთმანეთისათვის დაზვერვისაგნ მიღებული ინფორმაციის მიწოდების საკითხს. პანეტა ისრაელში ჩავიდა ეგვიპტიდან, სადაც შეხვდა ახალ პრეზიდენტს და არმიის მთავარსარდალს.
XS
SM
MD
LG