Accessibility links

logo-print

სამთავრობო პროგრამას ხალხს მინისტრები გააცნობენ


ახალ სამთავრობო პროგრამას "მეტი სარგებელი ხალხს" იმერეთის რეგიონის მოსახლეობას კვირის ბოლომდე თავად მინისტრები გააცნობენ. ამის შესახებ განცხადება ვანო მერაბიშვილმა 1 აგვისტოს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ”ჩვენი პროგრამა უნდა გავაცნოთ ხალხს, რომელმაც მეტი სიკეთე უნდა მიიღოს ჩვენგან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა იგრძნოს მეტი სარგებელი ამ მთავრობისგან. ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს გეგმა, თუ რომელი მინისტრი რომელ რაიონში წავა, ვის შეხვდება და რა პრიორიტეტებს დავსახავთ”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, იწყება ახალი საავადმყოფოების მშენებლობა ხარაგაულსა და ვანში და ასევე იგეგმება რამდენიმე საირიგაციო არხის გახსნა. პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაეხმარება გლეხებს, რომ მათ ”გაიტანონ თავიანთი პროდუქცია უცხოეთში”.
XS
SM
MD
LG