Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სარბიელზე იწყება ივანიშვილის უფლებებთან დაკავშირებული დავა


მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში იწყება დავა საქართველოს მთავრობასთან ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო უფლებების დარღვევის თაობაზე, - იტყობინება კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის პრესსამსახური. 1 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ”ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი ყველა იმ დარღვევას შეისწავლის, რომელიც „ბანკ ქართუსთან“ მიმართებაში ხელისუფლებამ განახორციელა. საქმე ასევე მოიცავს ბიძინა ივანიშვილის წილის დაყადაღების ფაქტს „პროგრეს ბანკში“. კოალიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის უფლებებს საერთაშორისო ცენტრში ”ავტორიტეტული იურიდიული ფირმა „სკადენი“ დაიცავს.” კომპანიის ვაშინგტონისა და ლონდონის ოფისის ხელმძღვანელები საქართველოში16-17 ივლისს იმყოფებოდნენ. ივანიშვილის მხარე იტყობინება, რომ ”დავის დაწყების თაობაზე შესაბამისი შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე ჩაბარდა.”
XS
SM
MD
LG