Accessibility links

logo-print

ლიპარტელიანი და სალუქვაძე ოლიმპიადას გამოეთიშნენ


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებს დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა. 90 კგ.-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ტურნირში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში დაამარცხა კამერუნელი დიუდონ დოლასემი, ხოლო მერვედფინალში დათმო შეხვედრა ავსტრალიელ მარკ ენტონისთან. 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძემ მე-15 შედეგი აჩვენა და ფინალს მიღმა დარჩა.
XS
SM
MD
LG