Accessibility links

logo-print

ოლიმპიურ თამაშებზე დისკვალიფიცირებულ იქნა რვა სპორტსმენი


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიცირებულია რვა სპორსტმენი ბრალდებით, რომ ისინი განზრახ დამარცხდნენ ბადმინტონის მატჩებში. ქალთა ოთხი წყვილი - ორი სამხრეთ კორეიდან, ერთი ჩინეთიდან, ერთიც ინდონეზიიდან - ბრალდებულია შეცდომების განზრახ დაშვებაში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სამშაბათს გამართული მატჩების დროს. ბრალდების მიხედვით, ოთხივე წყვილი უკვე კვალიფიცირებული იყო მეოთხედფინალური მატჩებისათვის და შეეცადა, დამარცხებულიყო შესარჩევ თამაშებში, უფრო სუსტ მეტოქესთან შეხვედრის მიზნით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეთიკის კოდექსით, დაუშვებელია ასპარეზობის მიმდინარეობაზე, ან შედეგზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი სახის მცდელობა.
XS
SM
MD
LG