Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დასიცხვის შედეგად გარდაიცვალა ლატვიელი ჯარისკაცი


1 აგვისტოს დასიცხვის შედეგად გარდაიცვალა ლატვიის შეიარაღებული ძალების წევრი, კაპრალი იანის ვოიტკევიჩი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, როცა შეუძლოდ გახდა. ლატვიურ ინტერნეტ-პორტალ „დელფზე“ გამოქვეყნებული ცნობით, ვოიტკევიჩი საქართველოში სხვა ლატვიელ ჯარისკაცებთან ერთად მონაწილეობდა წვრთნებში, მთიან რეგიონში მუშაობის უნარის გასაუმჯობესებლად, როცა 25 ივლისს თავი ცუდად იგრძნო. ის დაუყოვნებლივ მოათავსეს ქალაქ გორის საავადმყოფოში, ხოლო 27 ივლისს წაიყვანეს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ძალების ჰოსპიტალში. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG