Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასადი სამთავრობო ჯარს ბრძოლისკენ მოუწოდებს


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა დღეს შეაქო თავისი ჯარი იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ის „კრიმინალური ტერორისტული დაჯგუფებების“ წინააღმდეგ ბრძოლაში იჩენს. მეამბოხეებთან ბრძოლამ შესაძლოა „ჩვენი ხალხის ბედი“ განსაზღვროსო, განაცხადა მან. ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი ესკალაციას განიცდის. ალეპოში გრძელდება ბრძოლა. აქტივისტების თქმით, ოთხშაბათს სირიის მასშტაბით სულ მცირე 90 ადამიანი იქნა მოკლული - მათ შორის 30 მთავრობის ძალების მიერ, დამასკთან ახლოს მდებარე ქალაქ არტუზზე იერიშის მიტანის დროს. პარალელურად, BBC ავრცელებს ცნობას, რომ უფლებადამცველებმა დაგმეს ალეპოში მეამბოხეების მიერ ასადის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი ოთხი პირის საჯაროდ დახვრეტა. საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს სირიის კონფლიქტის განხილვის მიზნით საგანგებო შეხვედრა გამართოს.
XS
SM
MD
LG