Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: არჩევნებისათვის მზად ვართ


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების პირველ ოქტომბერს ჩასატარებლად მზად არის. ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკო-ში განაცხადი 32 პოლიტიკურ პარტიას აქვს შეტანილი, მათ შორის 5 უკვე დარეგისტირებულია. არაკვალიფიციური სუბიექტებისთვის განაცხადის შეტანის ვადა უკვე ამოიწურა. იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტოს 18.00 საათამდე აქვთ.
XS
SM
MD
LG