Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟორჟოლიანი გამოეთიშა ძიუდოისტთა ოლიმპიურ ტურნირს


ქართველი ძიუდოისტი ლევან ჟორჟოლიანი გამოეთიშა ლონდონში მიმდინარე ოლიმპიადას. 100 კგ.-მდე წონითი კატეგორიის პირველ წრეში რუმინელი დანიელ ბრატას დამარცხების შემდეგ 24 წლის ჟორჟოლიანმა მერვედფინალში დათმო შერკინება აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან. ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს სხვა სპორტსმენები არ ასპარეზობენ.
XS
SM
MD
LG