Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკის შემოგარენში სირიის ჯარმა, სულ ცოტა, 35 ადამიანი მოკლა


სირიელი აქტივისტების თქმით, მთავრობის ჯარებმა ხუთშაბათს დამასკის შემოგარენზე მიიტანეს იერიში, რასაც სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა. აქტივისტების ცნობით, დაღუპულების ნაწილი ნაწამები და დახვრეტილია. ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია იუწყება, რომ რეჟიმის ძალები შევიდნენ სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჯდეიდეთ ართუზის უბანში და „დააპატიმრეს 100-მდე ახალგაზრდა, რომლებიც შემდეგ სკოლის შენობაში წაიყვანეს და აწამეს“. ადგილობრივი ხალხის ცნობით, მას შემდეგ, რაც უბანი ტანკებმა და ჯარმა დატოვა, ქუჩებში და სახლებში გვამები იყო მიმოფანტული. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით კი ჯდეიდეთ ართუზში „ათობით ტერორისტი და უცხო ქვეყნის დაქირავებული მებრძოლი ჩაბარდა, ან მოკლულ იქნაო“. ერთი დღით ადრე - ოთხშაბათს - გავრცელდა ვიდეო, რომელიც ალეპოში ადამიანების სასამართლოს გარეშე, ჯგუფურ დახვრეტას ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, დახვრეტილები მთავრობის მომხრე შეიარაღებული ჯგუფის წევრები იყვნენ.
XS
SM
MD
LG