Accessibility links

logo-print

ოლიმპიელი ძიუდოისტი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებს


ლონდონის ოლიმპიადის მონაწილემ, ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა ხელისუფლება მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე შუკვანმა თქვა, რომ მასზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ახორციელებდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და პარლამენტის დეპუტატი გია უდესიანი. შუკვანის თქმით, ჯერ კიდევ ლონდონში გამგზავრებამდე ის შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და მას მხარდაჭერა აღუთქვა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც ცნობილი გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი უარყოფს შუკვანზე ზეწოლის ფაქტს ან სპორტსმენთან რაიმე სახის კონფლიქტის არსებობას. News.ge-ს მოჰყავს მინისტრის სიტყვები იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შუკვანი ოლიმპიადაზე ვერ მოხვდებოდა.
XS
SM
MD
LG