Accessibility links

ქაბულში განხორციელებული რეიდისას ხუთი ექსტრემისტი მოკლეს


ავღანეთის ოფიციალური პირების და უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) ცნობით, ქაბულში მომხდარი სროლის დროს მოკლეს ხუთი ექსტრემისტი, რომლებიც მასობრივ თავდასხმას გეგმავდნენ. როგორც იუწყებიან, სროლა ავღანეთის ჯარის მიერ წამოწყებულ რეიდს მოჰყვა და შვიდი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ექსტრემისტები შეიარაღებული იყვნენ თვითმკვლელი მოიერიშის ქამრებით, ნაღმებით და ავტომატებით და ქაბულის ცენტრში მდებარე მაღალ შენობაში გეგმავდნენ შეჭრას.უშიშროების ძალებმა მათ სახლზე რედი მას შემდეგ მიიტანეს, რაც დაგეგმილი თავდასხმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სახლთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული მოკროავტობუსი. ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტები ჰაქანის ქსელთან იყვნენ დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG