Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში აფეთქებას პოლიციელის მძიმედ დაჭრა მოჰყვა


ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკა დაღესტანში დღეს დილით აფეთქება მოხდა, რასაც ერთი პოლიციელის მძიმედ დაჭრა მოჰყვა. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, ინციდენტი ქალაქ ბუინაკსკში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ლეიტენანტ რუსტამ მაგომედოვის მანქანაში იყო დამონტაჟებული. აფეთქებამ ლეიტენანტს ფეხი მოაგლიჯა. როგორც ვარაუდობენ, თავდასხმის მოტივი მაგომედოვის საქმიანობა იყო. ამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს დაღესტნის ყიზილიურტის უბანში. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG