Accessibility links

logo-print

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსები მხარს უჭერენ "პუსი რაიოტის" წევრებს


ლონდონში ვიზიტით მყოფ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტისთვის" სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვისკენ მოუწოდა ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსების ჯგუფმა - პიტ ტაუშენდის და პოპ-ჯგუფ Pet Shop Boys-ის წევრების ჩათვლით. გაზეთ „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ღია წერილში12 მუსიკოსი აბსურდულს უწოდებს "პუსი რაიოტის" სამი წევრისთვის წაყენებულ ბრალდებებს. წერილის სხვა ხელმომწერებს შორის არიან ჯგუფ Pulp-ის ფრონტმენი, ჯარვის კოკერი, Franz Ferdinand-ის წევრი ალექს კაპრანოსი, The Smiths-ის წევრი, ჯონი მარი და ფოლკის ჟანრის მომღერალი, კორინ ბეილი რაი. პანკ-ჯგუფ "პუსი რაიოტის" სამ წევრ ქალს შვიდი წლით ემუქრება პატიმრობა, მოსკოვის საკათედრო ტაძარში პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსის გამართვის გამო. ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ეკატერინა სამუტსევიჩი და მარია ალიოხინა მარტში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს ხულიგნობა და მართლმადიდებელი ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფა.
XS
SM
MD
LG