Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი ლონდონში იმყოფება


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ლონდონში იმყოფება, სადაც სირიის კრიზისზე სალაპარაკოდ შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან. პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინი - რომელიც ლონდონში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა - კიდევ ერთხელ გაიმეორებს სირიის კონფლიქტთან მიმართებით რუსეთის პოზიციას, რომ „დიალოგის გასაგრძელებლად კიდევ ერთ შანსს“ ელოდება. პესკოვის თქმით, პუტინი და კამერონი „ორმხრივი ურთიერთობების შესახებაც გაცვლიან შეხედულებებს“ - მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული და საინვესტიციო სფეროებში თანამშრობლობის პრესპექტივებზე. გავრცელებული ცნობით, ლონდონში ყოფნისას პუტინი ძიუდოში ოლიმპიურ შეჯიბრსაც დაესწრება და თვალს მიადევნებს მატჩებს მსოფლიო ჩემპიონ ტაგირ ხაიბულაევსა და მსოფლიო თასის ვერცხლის მედალოსან ვერა მოსკალიუკს შორის.
XS
SM
MD
LG