Accessibility links

logo-print

პუტინი: "პუსი რაიოტის" წევრები არ უნდა დაისაჯონ "მეტისმეტად მკაცრად"


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, ლონდონში ვიზიტისას გამოთქვა მოსაზრება, რომ „მეტისმეტად მკაცრად“ არ უნდა დაისაჯონ ქალთა პანკჯგუფის, "პუსი რაიოტის" წევრები, რომლებსაც მოსკოვში ასამართლებენ პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული, გახმაურებული პერფორმანსის გამო. ლონდონში პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა იმედი, რომ „სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“. "პუსი რაიოტის" წევრები ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი მარტში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩაატარეს აქცია - მათი განმარტებით, პანკ-ლოცვა - „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“. მათ წაუყენეს ხულიგნობის ბრალდება. ახალგაზრდა ქალებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG