Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის სირიაზე რეზოლუციას


გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელშიც დაგმობილია სირიის მთავრობის მიერ ”მძიმე შეიარაღების” გამოყენება და ის, რომ დღემდე არ გაიყვანა ჯარი დასახლებული ადგილებიდან. სავარაუდოდ, ტექსტი იოლად უნდა დამტკიცდეს მას შემდეგ, რაც მისმა ავტორებმა ამოიღეს ორი პუნქტი - სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ბაშარ ასადის გადადგომისაკენ მოწოდებები. რეზოლუციის მიღებას უბრალო უმრავლესობა სჭირდება. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG