Accessibility links

სირიაში დაცხრილეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი


15 ადამიანია მოკლული სირიაში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის დაცხრილვის შედეგად. ბანაკი ”იარმუკი” დამასკის ახლოს მდებარეობს. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ამ ცნობას სირიის ადამიანის უფლებებზე დამკვირვებელი ცენტრი ავრცელებს. ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა, როცა დამასკის სამხრეთ მისადგომებთან სამთავრობო ძალები ახორციელებდნენ ოპერაციას მეამბოხეებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG